აკრძალული საქონელი და მომსახურება
წესები დეტალურად
ცვლილებების ჟურნალი
დღეს
23 ივლ. 2025
15 მაისი. 2025
28 თებ. 2025
27 თებ. 2025
27 ივნ. 2024
1 დეკ. 2023
28 ივლ. 2023
28 აპრ.. 2023
23 დეკ. 2022
28 ოქტ.. 2022
24 დეკ. 2021
25 ნოე. 2021
1 ოქტ.. 2021
27 აგვ.. 2021
30 ივლ. 2021
29 იან. 2021
25 სექტ.. 2020
31 ივლ. 2020
23 ივნ. 2020
1 მაისი. 2020
1 დეკ. 2019
11 ოქტ.. 2019
25 სექტ.. 2019
4 სექტ.. 2019
31 ივლ. 2019
25 ივლ. 2019
2 ივლ. 2019
27 აპრ.. 2019
21 მარ.. 2019
1 დეკ. 2018
1 სექტ.. 2018
დებულების დასაბუთება
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პოტენციურად საზიანო საქმიანობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვკრძალავთ ცალკეული კერძო პირის, მწარმოებლისა და საცალო ვაჭრობის საწარმოს მცდელობებს, იყიდონ, გაყიდონ, გაათამაშონ, გააჩუქონ, გადაიტანონ ან გაცვალონ გარკვეული საქონელი და მომსახურება ჩვენს პლატფორმაზე. ჩვენ ვკრძალავთ რომელიმე პრეპარატის გაცვლას ან გაყიდვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, რაც გათვალისწინებულია ქვემოთ მოცემულ ჩვენს დებულებებში. ჩვეულებრივმა საცალო მაღაზიებმა და ონლაინურმა საცალო ვაჭრობის საწარმოებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას, რომლებიც იყიდება ჩვენი მომსახურების ფარგლებს გარეთ; თუმცა, ჩვენ ვზღუდავთ ამ შიგთავსის ხილვადობას არასრულწლოვანთათვის. ჩვენ ვუშვებთ დისკუსიებს ამ საქონლის მაღაზიებში ან ონლაინ საცალო მოვაჭრეების მიერ გაყიდვის შესახებ, ამ დებულებაში გათვალისწინებული საქონლისა და სერვისების რეგულაციებში ცვლილებების მომხრე პირების დისკუსიებს და დისკუსიებს სამედიცინო ფარმაცევტული მედიკამენტების გამოყენების შესახებ მკურნალობის კონტექსტში, მათ შორის დისკუსიებს ფიზიკური ან გონებრივი გვერდითი მოვლენების შესახებ.
აკრძალული საქონელი და მომსახურება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
- მედიკამენტები და ფარმაცევტული საშუალებები
- იარაღი, საბრძოლო მასალები, ან ფეთქებადი ნივთიერებები
- თამბაქო და დაკავშირებული პროდუქტები
- ალკოჰოლი
- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
- აზარტული ონლაინთამაშები და აზარტული თამაშები
- გადაშენების პირას მყოფი სახეობები (ველური ბუნება და მცენარეები)
- ისტორიული არტეფაქტები
- სახიფათო საქონელი და მასალები
- სხეულის ნაწილები და სითხეები
თითოეული კატეგორია დეტალურად აღწერილია ქვემოთ.
მედიკამენტები და ფარმაცევტული საშუალებები
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკები (ნარკოტიკები, რომლებსაც აქვთ ბოროტად გამოყენების, დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალი ან უკავშირდება ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს, მათ შორის ზედოზირებას; მაგ., კოკაინი, ფენტანილი, ჰეროინი).
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, ვაჭრობის კოორდინირების, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
- ასახულია შიგთავსის გამომქვეყნებლის მიერ თვითონ ან სხვისი დახმარებით მაღალი რისკის მქონე დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ან მათით ვაჭრობის, ან ვაჭრობის კოორდინირების აღიარება.
- ასახულია პირადი გამოყენების აღიარება გამოჯანმრთელების, მკურნალობის ან მის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა სახის დახმარების შესახებ მინიშნების ან აღიარების გარეშე. აღნიშნულ შიგთავსში შესაძლოა არ განიხილებოდეს და არ წახალისდეს მისი გამოყენება ან არ იყოს კოორდინირებული ან უზრუნველყოფილი მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებების დამზადების ან გამოყენების მითითებები.
- ხდება მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკულ საშუალებების კოორდინაცია ან ხელშეწყობა (რაშიც ვგულისხმობთ მათ შესახებ დადებითად საუბარს, მათი გამოყენების წახალისებას ან გამოყენების ან დამზადების შესახებ მითითებების მიცემას).
- შენიშვნა: ნებადართულია მაღალი რისკის ნარკოტიკების კანონიერების შესახებ დისკუსია ან მისი დაცვა, ან მეცნიერული ან სამედიცინო სარგებლის განხილვა. ეს მოიცავს სიახლეებს და საჯარო სერვისების განცხადებებს.
არასამედიცინო პრეპარატები (ნარკოტიკები ან ნივთიერებები, რომლებიც არ გამოიყენება ნავარაუდევი სამედიცინო მიზნისათვის ან გამოიყენება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის მისაღწევად — ეს მოიცავს წინამორბედ ქიმიკატებს ან ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება ამ წამლების წარმოებისათვის.)
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია არასამედიცინო ნარკოტიკული საშუალებების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, ვაჭრობის კოორდინირების, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
- ასახულია შიგთავსის გამომქვეყნებლის მიერ თვითონ ან სხვისი დახმარებით არასამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების შეძენის ან მათით ვაჭრობის, ან ვაჭრობის კოორდინირების აღიარება.
- ასახულია პირადი გამოყენების აღიარება გამოჯანმრთელების, მკურნალობის ან მის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა სახის დახმარების შესახებ მინიშნების ან აღიარების გარეშე. აღნიშნულ შიგთავსში შესაძლოა არ განიხილებოდეს და არ წახალისდეს მისი გამოყენება ან არ იყოს კოორდინირებული ან უზრუნველყოფილი არასამედიცინო ნარკოტიკული საშუალებების დამზადების ან გამოყენების მითითებები.
- ახდენს არასამედიცინო ნარკოტიკული საშუალებების კოორდინაციას ან ხელშეწყობას (რაშიც ვგულისხმობთ მათ შესახებ დადებითად საუბარს, მათი გამოყენების ხელშეწყობას ან გამოყენების ან დამზადების შესახებ მითითებების მიცემას).
- ცდილობს გაყიდოს ან წაახალისოს არასამედიცინო ნარკოტიკების ატრიბუტიკა.
- შეიცავს საქონელს, რომელიც ასახავს არასამედიცინო ნარკოტიკებს.
მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტით გაიცემა (მედიკამენტები, რომელიც დანიშნულებას ან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობას საჭიროებს)
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტით გაიცემა, შეძენის, გაყიდვის ან ვაჭრობის მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
- ვაქცინების ფასები მითითებულია ცალსახად სასწავლო ან განხილვის კონტექსტში, როდესაც შეზღუდულია 18 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულთათვის.
- შეთავაზებულია მიტანის მომსახურება, თუ ის გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონიერი ელექტრონული კომერციის კომპანიის მიერ, როდესაც შეზღუდულია 18 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულთათვის. ასევე, ეს შიგთავსი უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის უარყოფას ლიცენზირებულ ჯანდაცვის პროფესიონალთან კონსულტაციისთვის ან მოქმედი რეცეპტის მისაღებად.
- ასახულია რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების დონაციის ან გაჩუქების მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს ეკონომიკურ, ჯანდაცვის, სოციალურ კრიზისს ან სტიქიურ უბედურებას.
- ითხოვს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შიგთავსი სამედიცინო კონტექსტში განიხილავს ფარმაცევტული მედიკამენტების ფასებს, ხელმისაწვდომობას ან ეფექტიანობას.
- შენიშვნა: ნებადართულია რეცეპტით გასაცემი მაღალი რისკის მედიკამენტების კანონიერების შესახებ დისკუსია ან მისი დაცვა, ან მეცნიერული ან სამედიცინო სარგებლის განხილვა. ეს მოიცავს სიახლეებს და საჯარო სერვისების განცხადებებს.
ენთეოგენები
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია ენთეოგენების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
- შენიშვნა: ნებადართულია ენთეოგენების კანონიერების შესახებ დისკუსია ან მისი დაცვა, ან მეცნიერული ან სამედიცინო სარგებლის განხილვა.
კანაფი ან კანაფისგან წარმოებული პროდუქტები
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია მარიხუანისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი პროდუქტების ან დაკავშირებული ფსიქოაქტიური კომპონენტების შემცველი პროდუქტების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
შემდეგი შიგთავსის ხილვადობას ვზღუდავთ 18 წლისა და მეტი ასაკის ზრდასრულებისთვის:
ენთეოგენები
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია პირადი მოხმარება, კოორდინირებულია ან მხარდაჭერილია (რაშიც მასზე დადებითად საუბარს ვგულისხმობთ), ან წახალისებულია ენთეოგენების მოხმარება.
- გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხდება მხატვრულ ან დოკუმენტურ კონტექსტში.
კანაფი ან კანაფისგან წარმოებული პროდუქტები
- შიგთავსი, რომელშიც ხდება მარიხუანისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი პროდუქტების ან დაკავშირებული ფსიქოაქტიური კომპონენტების შემცველი პროდუქტების კოორდინაცია ან ხელშეწყობა (რაშიც ვგულისხმობთ მათ შესახებ დადებითად საუბარს, მათი გამოყენების ხელშეწყობას ან გამოყენების ან დამზადების შესახებ მითითებების მიცემას).
- მარიხუანის ლეგალურად გამყიდველი ბიზნესების მიერ გამოქვეყნებული ბიზნესთან დაკავშირებული შიგთავსი, სადაც არ გვხვდება მარიხუანისა და THC-ს ან მასთან დაკავშირებული ფსიქოაქტიური კომპონენტების შემცველი პროდუქტების ყიდვის, გაყიდვის ან ვაჭრობის მცდელობები.
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია პერორალური კანაბიდიოლის (CBD) ან ორგანიზმში შეღწევადი მსგავსი კანაბინოიდური პროდუქტების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, დონაციის, გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები.
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია პერორალური კანაბიდიოლის (CBD) ან ორგანიზმში არაშეღწევადი მსგავსი კანაბინოიდური პროდუქტების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის, გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები.
- შიგთავსი, რომელიც შეიცავს განცხადებებს დაავადებაზე, რომლებიც დაკავშირებულია სხეულში არაშეღწევად კანაბიდიოლთან (CBD) ან მსგავს კანაბინოიდურ პროდუქტებთან.
- შიგთავსი, რომელიც მარიხუანას ატრიბუტებს ასახავს.
მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტით გაიცემა
- შიგთავსი, რომელიც ასახავს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენის, გაყიდვის ან მისით ვაჭრობის მცდელობებს ნებისმიერ კონტექსტში, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც გამოქვეყნებულია ჯანდაცვის ლეგიტიმური ელექტრონული კომერციის ბიზნესების მიერ.
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, დონაციის ან გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები.
- შიგთავსი, რომელიც, ასახავს იმ მედიკამენტების მიღებას ან მოხმარებას, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.
იარაღი, საბრძოლო მასალები, ან ფეთქებადი ნივთიერებები
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების, სამხედრო აღჭურვილობის, ფეთქებადი ნივთიერებების, ან სიცოცხლისათვის სახიფათო საშუალებების შეძენის, გაყიდვის, ან ვაჭრობის მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
- აღნიშნული გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს, ბრენდებს ან სამთავრობო უწყებებს (მაგ., პოლიციის განყოფილება, სახანძრო განყოფილება) ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულის სახელით აზიარებს; და ხილვადობა შეზღუდულია და დაშვებულია მხოლოდ 21 წლის ან უფროსი ასაკის პირებისთვის.
- ასახულია ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების, სამხედრო აღჭურვილობის, ფეთქებადი ნივთიერებების, ან სიცოცხლისთვის სახიფათო საშუალებების შეწირვის ან გაჩუქების მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოქვეყნებულია ისეთ კონტექსტში, როგორიცაა:
- ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაღება, ვაჭრობა ან შესყიდვა ისეთი გვერდების, ჯგუფებისა თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს, ბრენდებს ან სამთავრობო უწყებებს, ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულის სახელით აზიარებს; და ხილვადობა შეზღუდულია და დაშვებულია მხოლოდ 21 წლის ან უფროსი ასაკის პირებისთვის.
- ცეცხლსასროლი იარაღის აუქციონი ან გათამაშება ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულის მიერ, მათ შორის, საცალო ბიზნესების, მთავრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ან არაკომერციული ორგანიზაციების, ან კერძო პირების მიერ, რომლებიც დაკავშირებული არიან ან ფინანსდებიან ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულისგან; და ხილვადობა შეზღუდულია და დაშვებულია მხოლოდ 21 წლის ან უფროსი ასაკის პირებისთვის.
- ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების, სამხედრო აღჭურვილობის, ფეთქებადი ნივთიერებების, ან სიცოცხლისთვის სახიფათო საშუალებების მოთხოვნა.
- ცეცხლსასროლი იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების 3-განზომილებიანი ბეჭდვის ან ავტომატიზებული წარმოების ინსტრუქციების ყიდვის, გაყიდვის, საჩუქრად გადაცემის, გადაცვლის, გადაცემის, კოორდინირების, მათზე დადებით კონტექსტში საუბრის, მათი გამოყენების წახალისების მცდელობა ან მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კონტექსტისა და გამომქვეყნებლის მიუხედავად.
- ტყვიამფრქვევის გადამყვანი მოწყობილობების ყიდვის, გაყიდვის, გაცვლის, შემოწირულების, ჩუქების, მოთხოვნის ან საკუთრების აღიარების მცდელობები.
შემდეგი შიგთავსის ხილვადობას ვზღუდავთ 21 წლისა და მეტი ასაკის ზრდასრულებისთვის:
იარაღი, საბრძოლო მასალები, ან ფეთქებადი ნივთიერებები
- შიგთავსი, რომელიც გამოქვეყნებულია ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე მაღაზიების, ერთეულების, მათ შორის, საცალო ბიზნესების, ვებსაიტების, ბრენდების, ან სამთავრობო უწყებების მიერ, რომლებიც ცდილობენ, შეიძინონ, გაყიდონ, ივაჭრონ, შესწირონ, საჩუქრად გადასცენ ან მოითხოვონ (მათ შორის, აუქციონის ან გათამაშების კონტექსტშიც) ცეცხლსასროლი იარაღები, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები, სამხედრო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საშუალებები.
შემდეგი შიგთავსის ხილვადობა შეზღუდულია 18 წელს მიუღწეველი მომხმარებლებისთვის:
მჭრელი საგნები და სხვა იარაღი:
- შიგთავსი, სადაც ასახულია მჭრელი საგნების ან ნებისმიერი სხვა იარაღის (მაგ., წიწაკის აეროზოლი ან კასტეტი) შეძენის, გაყიდვის, კოორდინაციის, შეწირვის, გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები.
- შიგთავსი, რომელიც პროდუქტის მიმოხილვებში დადებითად საუბრობს, იძლევა ინსტრუქციებს გამოყენების შესახებ ან ახალისებს ცეცხლსასროლი იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების, სასიკვდილო გამაძლიერებლების ან მჭრელი საგნების გამოყენებას.
- არალეტალური აქსესუარების გაყიდვების შეთავაზებები და პოპულარიზაცია
თამბაქო და დაკავშირებული პროდუქტები
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია ისეთი პროდუქტების შეძენის, გაყიდვის ან ვაჭრობის მცდელობები, რომლებიც დაკავშირებულია თამბაქოსთან/ნიკოტინთან ან წარმოადგენს მოწევის იმიტაციას, ყველა სახის „ENDS“-ის (ნიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული სისტემების) ჩათვლით.
- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს, ბრენდებს ან სამთავრობო უწყებებს ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულის სახელით აზიარებს.
- ასახულია თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების ან „ENDS“-ის პროდუქციის შეწირვის ან გაჩუქების მცდელობები.
- გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს, ბრენდებს ან სამთავრობო უწყებებს ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე ერთეულის სახელით აზიარებს.
- ითხოვენ თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტებს ან პროდუქტებს, რომლებიც წარმოადგენს მოწევის იმიტაციას, ყველა სახის „ENDS“-ის პროდუქციის ჩათვლით.
შემდეგი შიგთავსის ხილვადობა შეზღუდულია 18 წელს მიუღწეველი მომხმარებლებისთვის:
- შიგთავსი, რომელიც გამოქვეყნებულია ლეგიტიმური ფიზიკური ლოკაციის მქონე ერთეულების, მათ შორის, საცალო ბიზნესების, ვებსაიტების ან ბრენდების მიერ, რომლებიც ცდილობენ, შეიძინონ, გაყიდონ, ივაჭრონ, შესწირონ ან საჩუქრად გადასცენ ალკოჰოლური ან თამბაქოს პროდუქცია.
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია თამბაქოს, ნიკოტინის პროდუქტების, ან “ENDS”-ის პროდუქციის მოხმარება.
- შიგთავსი, რომელიც ახდენს თამბაქოს, ნიკოტინის პროდუქტების, ან “ENDS”-ის პროდუქციის მოხმარების კოორდინაციას ან ხელშეწყობას..
- თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პროდუქტების ამსახველი შიგთავსი
- შიგთავსი, რომელიც განიხილავს ან ხელს უწყობს თამბაქოს, თამბაქოს ატრიბუტიკის ან თამბაქოს ბრენდების გამოყენებას
- მედია შიგთავსი, რომელიც ასახავს მოწევას ან თამბაქოს მოხმარებას არამხატვრულ კონტექსტში
- გარდა მოწევის საწინააღმდეგო კამპანიების, მოწევაზე დამოკიდებულთათვის საკონსულტაციო მომსახურებების, სარეაბილიტაციო პროგრამებისა, თუ PSA-ს კონტექსტში
ალკოჰოლი
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომელიც:
- ასახულია ალკოჰოლის შეძენის, გაყიდვის ან ვაჭრობის მცდელობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
- აღნიშნული გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა, თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე დაწესებულებებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს ან ბრენდებს, ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე დაწესებულების სახელით აზიარებს, რაც, მათ შორის, მოიცავს მიტანის მომსახურების ან ბრენდის საჩუქრების შეთავაზებას.
- შიგთავსი ეხება ალკოჰოლს ან შეთავაზებულია მიწვევა ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომია ალკოჰოლი და სადაც დაგეგმილია ალკოჰოლის გაცვლა ან მოხმარება ადგილზევე — ღონისძიებაზე, რესტორანში, ბარში, ან წვეულებაზე.
- ასახულია ალკოჰოლის ან თამბაქოს შეწირვის ან გაჩუქების მცდელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა, თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე დაწესებულებებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს ან ბრენდებს, ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე დაწესებულების სახელით აზიარებს.
- ითხოვს ალკოჰოლურ პროდუქტებსა და სასმელებს.
შემდეგი შიგთავსის ხილვადობა შეზღუდულია 18 წელს მიუღწეველი მომხმარებლებისთვის:
- შიგთავსი, რომელიც გამოქვეყნებულია კანონიერი ფიზიკური ადგილმდებარეობის მქონე დაწესებულებების, მათ შორის, საცალო ბიზნესების, ვებსაიტების ან ბრენდების მიერ, რომლებიც ცდილობენ, შეიძინონ, გაყიდონ, ივაჭრონ, შესწირონ ან საჩუქრად გადასცენ ალკოჰოლური პროდუქტები და სასმელები.
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია ალკოჰოლური პროდუქტების ან სასმელების მოხმარება ან ალკოჰოლური სასმელების რეცეპტების გაზიარება.
- შიგთავსი, რომელიც ეხება ალკოჰოლს ან შეთავაზებულია მიწვევა ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომია ალკოჰოლი და სადაც დაგეგმილია ალკოჰოლის გაცვლა ან მოხმარება.
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
შემდეგი შიგთავსის ხილვადობა შეზღუდულია 18 წელს მიუღწეველი მომხმარებლებისთვის:
წონაში კლების ან წონაში მომატების საშუალებები ან მომსახურებები
შიგთავსს, რომელშიც:
- ასახულია წონაში კლების ან წონაში მომატების საშუალებების ან მომსახურებების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის, გაჩუქების, ხსენების ან მოთხოვნის მცდელობები.
- ასახულია ან აღიარებულია წონაში კლების ან წონაში მომატების საშუალებების გამოყენება დადებით კონტექსტში ან განხილულია მისი გვერდითი მოვლენები.
- გამოხატულია დიეტური პროდუქტის კოორდინაცია ან ხელშეწყობა (რომელშიც ვგულისხმობთ დადებით კონტექსტში საუბარს, გამოყენების წაქეზებას ან გამოყენების ან დამზადების მითითებების მიცემას).
- გამოხატულია კრიტიკული განცხადებები ფიზიკური გარეგნობის შესახებ (მაგ., ტერმინები, აღწერილობები ან შეკითხვები, რომლებიც არის ნეგატიური და თავს ესხმის ინდივიდის გარეგნობას, სხეულის კონკრეტულ ნაწილებს ან ჰიგიენას) ან ნაჩვენებია სხეულის კონკრეტული არეალის ახლო კადრები, რომლებშიც ჩანს მოჭერილი ქონი.
- ამბობენ, რომ შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ტარებადი პროდუქტების გამოყენებით, როგორებიცაა სამკაულები ან პლასტირები.
- იყენებენ დაწკაპუნებების სატყუარას წონის დაკლების ან მომატების კონტექსტში, როგორიცაა სენსაციური ენა გაზვიადებული ან ექსტრემალური განცხადებებით ან დროის გარკვეულ მონაკვეთში კონკრეტული შედეგების მიღწევის დაპირებით, პასუხისმგებლობის უარყოფისა და დათქმების გარეშე.
შიგთავსს, რომელშიც:
- ასახულია კოსმეტიკური პროდუქტების, პროცედურების ან ოპერაციების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის, გაჩუქების, ხსენების ან მოთხოვნის მცდელობები. აღნიშნულში შედის შემდეგი:
- კანის გამათეთრებელი პროდუქტები, როგორიცაა მათეთრებელი საცხები.
- კოსმეტიკური პროცედურები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის სახის ან სხეულის ფუნქციის ან სტრუქტურის სამკურნალოდ ან აღსადგენად.
- აღიარებულია ან ასახულია კოსმეტიკური პროცედურის ან ოპერაციის გამოყენება, მისი დადებითი თუ უარყოფითი შედეგის ან გვერდითი მოვლენების ხაზგასმით.
- გამოხატულია კოსმეტიკური პროცედურის ან ოპერაციის კოორდინაცია ან ხელშეწყობა (რომელშიც ვგულისხმობთ დადებით კონტექსტში საუბარს, გამოყენების წაქეზებას ან გამოყენების ან შესრულების მითითებების მიცემას).
- გამოხატულია კრიტიკული განცხადებები ფიზიკური გარეგნობის შესახებ (მაგ., ტერმინები, აღწერილობები ან შეკითხვები, რომლებიც არის ნეგატიური და თავს ესხმის ინდივიდის გარეგნობას, სხეულის კონკრეტულ ნაწილებს ან ჰიგიენას)
შენიშვნა: მოცემული დებულება არ მოიცავს ვარჯიშის მეთოდების (როგორიცაა პილატესი) ან დროებითი კოსმეტიკის (მაგალითად, მაკიაჟი) პოპულარიზაციას.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეცდომაში შემყვანი პრაქტიკები
ზრდასრულთა სექსუალური აღგზნებისთვის განკუთვნილი პროდუქტები- განცხადებები (ჯანდაცვის სპეციალისტებისა ან ჯანდაცვის ორგანიზაციების ჩათვლით) მითითებული განუკურნებელი და/ან სასიკვდილო დაავადებების (სრული სია) განკურნების ან აღმოფხვრის შესახებ. შენიშვნა: აღნიშნული არ ვრცელდება ამ დაავადებების სიმპტომების მკურნალობის ან მართვის შესახებ განცხადებებს.
- დიაბეტი
- ჰერპესი
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
- ფსორიაზი
- ებოლა
- სიმსივნე
- აუტიზმი
- ალცჰაიმერის დაავადება
- პარკინსონის დაავადება
- ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ALS)
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)
- იყენებენ დაწკაპუნებების სატყუარას ჯანმრთელობის კონტექსტში, როგორიცაა სენსაციური ენა გაზვიადებული ან ექსტრემალური განცხადებებით ან დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული შედეგების მიღწევის დაპირებით, პასუხისმგებლობის უარყოფისა და დათქმების გარეშე.
შიგთავსს, რომელშიც:
- მოიცავს ზრდასრულთა სექსუალური აღგზნებისთვის განკუთვნილი ისეთი პროდუქტების შეძენის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან მოთხოვნის მცდელობებს, რომელთა ძირითადი მიზანია ადამიანის სექსუალური სიამოვნების გამოწვევა ან ადამიანის სექსუალური აღგზნების გაზრდა, გამოგონილ ან არაგამოგონილ კონტექსტში. აღნიშნულში შედის შემდეგი:
- სექს-სათამაშოები
- ეროტიკული პროდუქტები
- პროდუქტები სასქესო ორგანოების არაქირურგიული სრულყოფისთვის, როგორიცაა პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს სექსუალურ სურვილს ან აუმჯობესებს სექსუალურ აქტივობას
- პროდუქტები, რომელთა პირველადი დანიშნულებაა სექსუალური სურვილის ან აღგზნების სტიმულირება
- სექს-სათამაშოების გამოსახვა მკაფიო კონტექსტის გარეშე
შიგთავსს, რომელშიც:
- ასახულია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობის პროდუქტების ყიდვის, გაყიდვის, პოპულარიზაციის, ვაჭრობის, შეწირვის, გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები. აღნიშნულში შედის შემდეგი:
- რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობის პროდუქტები, რომლებიც ორიენტირებულია სექსუალურ სიამოვნებაზე და არა სამედიცინო სარგებელზე, მათ შორის ფალოსის ან საშოს ფორმის ობიექტები
- სექსუალური რეპროდუქციის დარღვევების სამკურნალო პროდუქტები
- სასქესო ორგანოების კოსმეტიკური ოპერაციები
- ზრდასრულთა სასქესო ორგანოების ოპერაციები
- სექსუალური განათლება სექსუალურ სიამოვნებაზე ფოკუსირებით
- ჰორმონული პროდუქტები (მაგ., ტესტოსტერონის ბუსტერები)
შიგთავსს, რომელშიც:
- მოიცავს ზრდასრულთა სექსუალური აღგზნებისთვის განკუთვნილი ისეთი ბიზნესების შეძენის, გაყიდვის, წახალისების ან მოთხოვნის მცდელობებს, რომლებსაც შეუძლია, გამიწვიოს ადამიანის სექსუალური სიამოვნება ან გაზარდოს ადამიანის სექსუალური აღგზნება. აღნიშნულში შედის შემდეგი:
- ზრდასრულთა გასართობი ბიზნესები
- ზრდასრულთა დაწესებულებები
- სასწავლო სექსუალური სერვისები
აზარტული ონლაინთამაშები და აზარტული თამაშები
შემდეგი შიგთავსის ხილვადობა შეზღუდულია 18 წელს მიუღწეველი მომხმარებლებისთვის:
აზარტული ონლაინთამაშები და აზარტული თამაშები
- შიგთავსი, რომელიც ცდილობს ონლაინური თამაშების და აზარტული თამაშების მომსახურებების გაყიდვას, მათი საშუალებით ვაჭრობას, მათ ასახვას ან ხელშეწყობას, სადაც მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ნებისმიერი სახის ფულადი ღირებულების (მათ შორის, ნაღდი ფული ან ციფრული/ვირტუალური ვალუტა, მაგ., ბიტკოინი) გაღება და პრიზის ნაწილია ნებისმიერი რამ, რასაც ფულადი ღირებულება აქვს. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- თამაშები, რომლებიც მოითხოვს უნარებს, ლატარიები/გათამაშებები, ფსონები, სპორტული ფსონები, კაზინოს თამაშები, აზარტული თამაშები, ან ტოტალიზატორები/პრიზების გათამაშებები.
- აზარტული თამაშები, რომლებშიც შემოთავაზებულია შეზღუდული საცდელი პერიოდი, შემდგომ კი, მოითხოვს გადახდას.
- შიგთავსი, რომელიც ცდილობს ისეთი სოციალური კაზინოს თამაშების გაყიდვას, ვაჭრობას, ასახვას ან პოპულარიზაციას, რომლებიც წარმოადგენს აზარტული თამაშების (მაგალითად სათამაშო ავტომატის) იმიტაციას და რომელშიც შეუძლებელია ფულის ან ეკვივალენტური ჯილდოს მოგება. ეს მოიცავს შიგთავსს, რომელშიც მითითებულია ფულადი ღირებულების არმქონე „მონეტების“ მოგების შესაძლებლობა.
- შიგთავსი, რომელიც ცდილობს გაყიდოს, გაცვალოს, წარმოაჩინოს ან ხელი შეუწყოს უფასო, აზარტული თამაშების იმიტაციას, სადაც სათამაშოდ არ არის საჭირო რაიმე ფულადი ღირებულების მქონე ნივთი, მაგრამ შესაძლოა, არსებობდეს ფულის ან სხვა ღირებულების მოგების შესაძლებლობა.
გადაშენების პირას მყოფი სახეობები (ველური ბუნება და მცენარეები)
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომელშიც:
- ასახულია გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან მათი ნაწილების ან დაცული მცენარეების სახეობების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან გაჩუქების, ან თხოვნის მცდელობები.
- ასახულია ბრაკონიერობის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან მათი ნაწილების ყიდვის ან ვაჭრობის აღიარება ან წახალისება, როცა აღნიშნული ქმედებები ჩადენილია შიგთავსის გამომქვეყნებლის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ. ეს არ მოიცავს უცხო პირების მიერ ჩადენილი ბრაკონიერობის ამსახველ შიგთავსს.
- ასახულია გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან მათი ნაწილების ბრაკონიერობა, რომელიც ჩადენილია შიგთავსის გამომქვეყნებლის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ.
- გამოხატულია კოორდინაცია ან მხარდაჭერა (რომელშიც ვგულისხმობთ ბრაკონიერობის შესახებ დადებითად საუბარს, მის ხელშეწყობას ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების ან მათი ნაწილების ან გადაშენების პირას მყოფი ნებისმიერი ველური ბუნებისა და მცენარეების მოპოვების ან გამოყენების შესახებ მითითებების მიცემას).
- შიგთავსი, რომელშიც ასახულია გადაშენების პირას არმყოფი ცოცხალი ცხოველების შეძენის, გაყიდვის ან მათით ვაჭრობის მცდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
- გამოქვეყნებულია ისეთი გვერდების, ჯგუფებისა თუ Instagram-ის პროფილების საშუალებით, რომლებიც წარმოადგენს ლეგიტიმური ფიზიკური ლოკაციის მქონე ერთეულებს, მათ შორის, საცალო ბიზნესებს, ვებსაიტებს, ბრენდებს, ან ცხოველთა დროებით თავშესაფრებს, ან გამოქვეყნებულია ისეთი კერძო პირის მიერ, რომელიც შიგთავსს ლეგიტიმური ფიზიკური ლოკაციის მქონე დაწესებულების სახელით აზიარებს.
- გამოქვეყნებულია გადაშენების პირას არმყოფი ცოცხალი ცხოველების გაჩუქების, აყვანის, საჩუქრად გაცემის მოთხოვნის ან ახალი საცხოვრებელი ადგილის მიჩენის კონტექსტში, რაც, მათ შორის, მოიცავს პირდაპირი აყვანისას (შუამავლების გარეშე) ახალი საცხოვრებელი ადგილის მიჩენასთან დაკავშირებულ ხარჯებს
- ახდენს ცხოველის გაყიდვას რელიგიური მიზნით შესაწირავად ან სთავაზობს ჯილდოს დაკარგული შინაური ცხოველებისთვის.
- გამოქვეყნებულია პირუტყვის გაყიდვის კონტექსტში.
- გამოქვეყნებულია ყიდვის, გაყიდვის ან ჩუქების, მოთხოვნის, ცხოველის რქების, ორგანოების, კიდურების, გვამების, ტაქსიდერმიის, განავლის დონაციის კონტექსტში (კომპოსტის ან სასუქის გამოკლებით).
- გამოქვეყნებულია ცხოველებთან დაკავშირებული ადამიანის მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტების შეთავაზების კონტექსტში, როგორიცაა: კვერცხი, თევზი და სხვ.
ისტორიული არტეფაქტები
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსი, რომელშიც ასახულია ისტორიული არტეფაქტების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
სახიფათო საქონელი და მასალები
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსი, რომელშიც ასახულია სახიფათო საქონლის და მასალების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, შეწირვის ან გაჩუქების ან მოთხოვნის მცდელობები.
ადამიანის სხეულის ნაწილებისა და სხეულის სითხეების გაყიდვა
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსს, რომელშიც:
- ასახავს ადამიანის სხეულის ნაწილების ყიდვის, გაყიდვის ან ვაჭრობის მცდელობებს, თუნდაც ეს არ იყოს ადამიანებით ვაჭრობის კონტექსტში, რომელიც აკრძალულია ადამიანთა ექსპლუატაციის დებულებით.
- ითხოვს ადამიანის სითხეების გაცვლას.
- ასახავს ადამიანის სისხლის ყიდვის, გაყიდვის ან მისით ვაჭრობის მცდელობებს.
- გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოქვეყნებულია ადამიანის სითხეების, მაგ., სპერმის ან სისხლის პლაზმის დონაციის მიზნით.
გამოთხოვილი საქონელი
ჩვენ ვკრძალავთ შემდეგს:
შიგთავსი, სადაც ასახულია გამოთხოვილი საქონლის ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, ვაჭრობის კოორდინირების, შეწირვის ან გაჩუქების, ან მოთხოვნის მცდელობები.
მომხმარებლის გამოცდილებები
იხილეთ მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს წესების აღსრულება Facebook-ზე მყოფი ადამიანებისთვის, მაგალითად: როგორ გამოიყურება ისეთი რამის გასაჩივრება, რაც თქვენი აზრით Facebook-ზე არ უნდა იყოს; როგორია, როდესაც გატყობინებენ, რომ თქვენ დაარღვიეთ საზოგადოების სტანდარტები და როგორია, ნახოთ გამაფრთხილებელი ნიშნები გარკვეულ შიგთავსზე.
შენიშვნა: ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას, შესაბამისად, რასაც აქ იხილავთ, შესაძლოა მოძველებული იყოს იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად ვიყენებთ.
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრება
მომხმარებლის გამოცდილება
გასაჩივრების შემდგომი კომუნიკაცია
მომხმარებლის გამოცდილება
შიგთავსის წაშლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილება
გამაფრთხილებელი ნიშნები ეკრანზე
მონაცემები
იხილეთ საზოგადოების სტანდარტების აღსრულების უახლესი ანგარიში
წესების აღსრულება
Facebook-ზე მსოფლიო მასშტაბით, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს.
შემოწმებაზე პასუხისმგებელი გუნდი
ჩვენი გუნდი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც შედგება 15 000-ზე მეტი შემმოწმებლისგან და მუშაობს ყოველდღე Facebook-ზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა
გარე ექსპერტები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დებულების შემქმნელები ხელს უწყობენ Facebook-ის საზოგადოების სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობას.
დახმარების მიღება აკრძალულ საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებით
შეიტყვეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ Facebook-ზე ნახავთ ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებრივ სტანდარტებს.
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს